ჯანელიძის შეფასებით, ბრაზილიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს შეიცავს
16-11-2017, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ იყოს მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ბრაზილიას შორის, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურ განვითარებასა და მშვიდობას. გვინდა შევქმნათ ის ჩარჩო, რომელიც ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ პროექტების გასავითარებლად", განაცხადა ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალოუსიო ნუნეს ფერეირასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ბრაზილიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე პოლიტიკური და სექტორალური თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მიმართულებით.

 

 

ვიცე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ პოტენციალზე სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო სფეროში. ასევე ისაუბრა, მომავალ წელს, ბრაზილიიდან დაგეგმილ სავაჭრო მისიის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მისია ახალ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას მოახდენს.

 

 

„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. პირველ რიგში, თქვენი ბაზრიდან გამომდინარე და მეორე, საქართველოს შესაბამისი სავაჭრო რეჟიმებით რეგიონში, იმ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვუკავშირდებით რეგიონის და რეგიონის მიღმა ქვეყნებს. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ბიზნესის საკეთებლად რეგიონში. ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს და გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო და გვინდა ვიხილოთ უფრო მეტი ბრაზილიური კომპანიები საქართველოში", აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რის მაგალითადაც მოიყვანა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული ბრაზილიელი სტუდენტები. მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ფიტო სანიტარია, სპორტი და კინემატოგრაფია.

 

 

„თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ საქართველოს, მაშინ როდესაც ბრძანდებოდით საქართველოს-ბრაზილიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად. თქვენი ვიზიტი არის სწორედ ამ დიდი მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვა, რასაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ", განაცხადა მიხეილ ჯანლიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი