გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილეს შეხვდა
16-11-2017, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, მიხაილ რუსიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკას ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში გაწეული სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 


ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას.

 


„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მივესალმები ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის დღეების ჩატარებას საქართველოში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში გაგვიწიეთ. თქვენმა ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მისია ბორჯომის ხეობაში და ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ასევე მინდა, მოვიკითხო ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შედგება ჩვენი შეხვედრა, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანს საკითხებს განვიხილავთ. მინდა, მთელი მთავრობის სახელით დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოძმე ქვეყანასთან, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მივესალმებით მზარდ დინამიკას. ეს წელი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვით დავასრულეთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არსებული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს გულთბილი მიღებისა და შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

 


„საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა ჩვენი ხალხების ცხოვრება გაუმჯობესდეს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც განახლებულ, რეფორმირებულ მთავრობაში დაიკავეს პოზიციები. ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ეს პოზიციები დაიკავეს იმ ადამიანებმა, ვისთანაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს. ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და დიდ სარგებელს მოუტანენ ქართველ ხალხს. წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და ჩვენი ამოცანაა მომავალ წელს 200 მილიონი დოლარი იყოს. ეს შესაძლებელია და ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს ჩვენი ხალხებისთვის”, განაცხადა მიხაილ რუსიმ.

 


შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

 


ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი