აშშ-ს მთავრობა თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდოს გასცემს
06-05-2015, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ჯილდოს გაცემის პირობას დებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.


აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინათ ტეხასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ხალიფატის" ორი სამხედრო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე კონფერენციის მსვლელობისას დალასში მდებარე საკონფერენციო ცენტრს დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მალევე შეძლო.


რგოროც "ბი-ბი-სი" წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბათირაშვილისა და ადნანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5-5 მილიონი დოლარის, ჰარზის შესახებ 3 მილიონი დოლარის, ხოლო ქადულის შესახებ 7 მილიონი დოლარის გაცემის პირობას დებს. ადნანი "ისლამური სახელმწიფოს" პრეს-სპიკერია, ბათირაშვილი - საბრძოლო მეთაური ჩრდილოეთ სირიაში, ჰარზი კი - ისლამისტების თვითმკვლელი ტერორისტების ხელმძღვანელი.


"ისლამური სახელმწიფო" სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, მათ მიზანს ისლამური ხალიფატის შექმნა და მკაცრი ისლამური კანონების დამკვიდრება წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი