„მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე“ - თბილისის მერი დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს
17-11-2017, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენს. მთავრობის წევრების წარდგენა საკრებულოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 17:00 საათზეა დაგეგმილი.

 


დეპუტატებმა დედაქალაქის ახალი მთავრობის შემადგენლობა დღესვე უნდა დაამტკიცონ.

 


„ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, უნდა იყოს გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები, შესაბამისად, რეფორმები განხორციელდება. რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველასთვის. თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით", განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

თბილისის ახალ მერს სულ 5 მოადგილე ეყოლება. კახა კალაძემ ვიცე მერის პოსტზე ირაკლი ხმალაძე, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი წარადგინა. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, რომლის კანდიდატურის წარდგენაც მოგვიანებით იგეგმება.

 

 

დედაქალაქის რაიონების გამგებლების ახალი შემადგენლობა ასეთია:

 

 

საბურთალოს რაიონი - გაიოზ ვასაძე; ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე; ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე; დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი; ნაძალადევის; რაიონი - ირაკლი ხელაძე; გლდანის რაიონი - ბექა მიქაუტაძე; კრწანისის რაიონი - ლევან ჯაფარიძე; მთაწმინდის რაიონი - დავით კირკიტაძე; ისნის რაიონი - კახა ლაბუჩიძე; სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე.

 

 

რაც შეეხება მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებს, კალაძემ შემდეგი კანდიდატურები წარადგინა:

 

 

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცის უფროსად ვლადიმერ ჭიღლაძე დასახელდა.


იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სერგო ბირკაძე.


საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გაიოზ თალაკვაძე.


ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიორგი ბაგრატიონი.


ჯანდაცვისა და სოციალურის მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გელა ჩივიაშვილი.


კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სოფიო ხუნწარია.


განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ირაკლი გვილავა.


ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – მამუკა მუმლაძე.


ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიგა გიგაშვილი.


შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიორგი პაპავა.


კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გივი კუბლაშვილი.


უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ნიკოლოზ ჭონქაძე.


ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ანდრია ბასილაია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი