​ბალტიის ასამბლეამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
17-11-2017, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესტონეთში გამართული ბალტიის ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ასამბლეის წევრები მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს და მზად არიან თანმიმდევრულად გაუწიონ მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებს. ამ კონტექსტში, ასამბლეის წევრებმა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოებს, მთავრობებს და ასევე ბალტიის საბჭოს მინისტრებს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე რეკომენდაციით მიმართეს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციაში ასამბლეა მოუწოდებს ბალტიის ქვეყნების მთავრობებს აქტიურად დაეხმარონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს რეფორმირების პროცესსა და სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერების კუთხით; გააძლიერონ ევროკავშირისა და აშშ-ს თანამშრომლობა და კოორდინაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე განაგრძონ სუამის წვევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

 

 

„ბალტიის ასამბლეა, ასევე მოუწოდებს ბალტიის ქვეყნების მთავრობებს გაითვალისწინონ და მტკიცედ დაუჭირონ მხარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით ასამბლეის 2017 წლის 10 ოქტომბრის მიმართვაში გაწეულ რეკომენდაციებს, სადაც დადასტურებულია მტკიცე მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ, აღნიშნულია დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობა, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კონსოლიდაციისა და გაძლიერების აუცილებლობა. დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის ფედერაციის ზეწოლის შემცირების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე და ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

 

 

ბალტიის ასამბლეის პარალელურად, ესტონეთში გაიმართა ბალტიის საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის დიდი წარმატება ინსტიტუციონალური რეფორმების, კარგი მმართველობის, ეკონომიკური შესაძლებლობების განხორციელების კუთხით:. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთი რეგიონები. ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი გრძელდება. აღნიშნულ კონტექსტში, საბჭო რუსეთს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემისკენ მოვუწოდებს.

 

 

ბალტიის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

 

 

მთავრობათაშორისი, რეგიონული ორგანიზაციები ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის სახელმწიფოებს აერთიანებენ", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი