ფინანსთა მინისტრი თანამშრომლებს მიმართავს
17-11-2017, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამშრომლებს მიმართავს. მინისტრის მიმართვას, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს, სრულად გთავაზობთ:

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალპროფესიონალთა გუნდს.

 


მივესალმები ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით წლების განმავლობაში თქვენზე დაკისრებული მოვალეობების ერთგულად და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

 


თქვენი უშუალო მონაწილეობით ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები, რომელთა საბოლოო მიზანიც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

 


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად განვაგრძოთ და უფრო მეტად განვავითაროთ ქვეყნისთვის საჭირო ყველა აუცილებელი და ძირეული რეფორმა, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. წარმატებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შეუქცევადი გახდეს.

 


მე უკვე მივეცი დავალებები მოადგილეებსა და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივების მიღება და წახალისება, რადგან მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად საქმიანობენ სამინისტროს სისტემაში, აქვთ სწორი ხედვა თუ როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

 


ამასთან ერთად, მინდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მომმართოს იდეითა და წინადადებით. ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა.

 


როგორც აღვნიშნე, ჩვენს მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ უკეთესი სტანდარტებით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყება.

 


მინდა თითოეულ თქვენგანს ვთხოვო აქტიურად იყოთ ჩართული სამუშაო პროცესში.

 


დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღირებულება შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის", ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი