„კალაძე ამბობს, რომ იქნება კონსტრუქციული, ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, მაგრამ კალაძის ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ლევან ხაბეიშვილი
17-11-2017, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კალაძე ამბობს, რომ იქნება კონსტრუქციული, ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, მაგრამ კალაძის ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, აღნიშნული განცხადება საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

 

 

მისი შეფასებით, თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობაში დავით ნარმანიას დროინდელი კადრების შენარჩუნება ცინიზმი და მოსახლეობის ინტერესების იგნორირებაა.

 


„მერიაში 80% ფაქტობრივად ის ხალხია წარმოდგენილი, ვინც სამწელიწადნახევრის განმავლობაში დავით ნარმანიას დროს მერიაში მუშაობდა. ყველაზე მეტი პრობლემა იყო სოციალური მიმართულებები და ამ კუთხით საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა შეინარჩუნა, ასევე ყველაზე მეტი პრობლემა იყო საგზაო და ინფრასტრუქტურული კუთხით და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დარჩა თანამდებობაზე. ტრანსპორტის მიმართულებით იყო სერიოზული პრობლემა და ამ სამსახურის უფროსიც დარჩა თანამდებობაზე.

 

 

შესაბამისად, ამ პოლიტიკურ გუნდზე, რომელიც ნარმანიას პირდაპირი მემკვიდრეა, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ის, რომ დღეს საკრებულოში კალაძე არ მოდის, კიდევ ერთი უხერხული ამბავია. სავარაუდოდ, სცხვენია მთავრობის წარდგენა. როგორ შეიძლება შეფასდეს ახლადარჩეული მერი, რომელიც არ მოდის დასაწყისშივე....

 

 

ოპოზიციასთან და თავისივე უმრავლესობასთანაც კი არ მოდის და თბილისელებმა თავად განსაზღვრონ, არის თუ არა ეს ადამიანი თანამშრომლობისთვის მზად", განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. ფრაქცია ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის თქმით, მთავრობას საკრებულოში არა კახა კალაძე, არამედ ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, ყველაფერი კანონის და რეგლამენტის შესაბამისად ხდება - საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული მერის მისვლა არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი