თბილისის საკრებულოში, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრების კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს.
სხდომა ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის” წევრებმა დატოვეს.
„ეს არის ბატონი კახის კაბინეტი, რომელიც მან უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ვიხილავთ მის კაბინეტს და ამიტომ, კომისიების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. დაგტოვებთ და შემოგიერთდებით საკრებულოს სხდომის ფორმატში”, განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრები საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.
თბილისის საკრებულოში ახალი მთავრობის წევრთა დასამტკიცებლად კენჭისყრა 17:00 საათზე იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.