ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც ძალაუფლება სამხედროებმა აიღეს ხელში
17-11-2017, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ძალაუფლება ქვეყნის სამხედროებმა აიღეს ხელში და იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

 


როგორც ამ წუთებში BBC იუწყება, პრეზიდენტი მუგაბე ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ცერემონიას დაესწრო.

 

 

სააგენტო „როიტერსს“ თვითმხილველმა უთხრა, რომ მუგაბეს ხალხი ტაშით შეხვდა ცერემონიაზე მას შემდეგ, რაც მან სიტყვა წარმოთქვა. 

 

 

 

 

მუგაბემ ზიმბაბვეს ღია უნივერსიტეტში 3 300-ზე მეტ სტუდენტს გადასცა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, მათ შორის იმ გენერლის ცოლსაც, რომელმაც იგი შინაპატიმრობაში აიყვანა.

 


მერი ჩივენგამ MBA-ის დიპლომი მიიღო, როგორც ამას ზიმბაბვეს სამაუწყებლო კორპორაცია იუწყება.

 

 

ზიმბაბვეს დიდი ხნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მისი მომავლის თაობაზე პირდაპირ მოლაპარკებებს ხუთშაბათ საღამოს არმიასთან აწარმოებდა.

 

 

 


ფოტოზე, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა, 93 წლის პრეზიდენტი ჩანს, სადაც ის არმიის იმ მეთაურს ხვდება, რომლის გადაწყვეტილებითაც ძალაუფლება სახმედროებმა აიღეს ხელში და რობერტ მუგაბე შინაპატიმრობაში აიყვანეს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკიდან ჰარარეში ჩასული საგანგებო დავალებათა ორი ელჩი, თუმცა შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა. 

 

 

(პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, მარჯვნიდან მეორე და არმიის მეთაური კონსტანტინო ჩივენგა, მარჯვნივ, მუგაბეს სახლში გამართული მოლაპარაკებებისას)

 

 

ზიმბამბვეს არმიის მეთაური ორშაბათს, პრეზიდენტ მუგაბეს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, თუკი მმართველ პარტიაში „წმენდას“ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა. 

 


როგორც BBC იუწყება, ოპოზიციის ლიდერი მორგან ჩვანგირაი აცხადებს, რომ მუგაბე უნდა გადადგეს, მაგრამ წყაროები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ამგვარი ნაბიჯის გადადგმის მტკიცე წინააღმდეგია.

 

 

ზიმბაბველები ელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამხედროები მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაზე კონტროლი აიღეს.

 

 

მუგაბესთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არმიამ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგებს რაც შეიძლება მალე მიაწვდის საზოგადოებას. 

 


პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დედაქალაქ ჰარარეში, „საკუთარ სახლში არის დატყვევებული“, მისი ცოლი კი, რომელიც პრეზიდენტის შემცვლელად მოიაზრებოდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნამიბიაშია გაქცეული.

 


სამხედროების ქმედება მუგაბეს მიერ ვიცე-პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას - პრეზიდენტის პოსტზე ასევე ერთ-ერთ მთავარი პრეტენდენტის - გადაყენებას მოჰყვა. ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელიც უცნობია.

 


93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს სათავეში 1980 წლიდან იმყოფება, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. იგი ჯერ პრემიერ მინისტრის პოსტიდან (1980-1987), შემდეგ კი პრეზიდენტის რანგში მართავდა ქვეყანას, მაგრამ ბოლო თვეებში მის ცოლს, გრეის მუგაბესა და დათხოვნილ ვიცე-პრეზიდენტ მნანგაგვას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, თუ ვინ შეცვლიდა რობერტ მუგაბეს მისი პრეზიდენტობიდან წასვლის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მმართველი “ზანუ-PF“-ის პარტია ორად გაყო.

 


ზიმბაბვეს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტენდაი ბიტიმ BBC-ს უთხრა, რომ მას სურს ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა იხილოს.

 


„სასწრაფოდ უნდა მოხდეს დემოკრატიისკენ დაბრუნება. გადაუდებლად უნდა დავუბრუნდეთ კანონიერებას, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, რომ გარდამავალი პერიოდი გვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ახლა შესაძლებელი იქნება დაიწყოს დიალოგი არმიასა და ზიმბაბველებს შორის, არმიასა და რეგიონულ ორგანოებს, მათ შორის, რა თქმა უნდა აფრიკულ კავშირს შორის“, განაცხადა მან.

 


როგორც BBC-ის სამხრეთ აფრიკის კორესპონდენტი ანდრიუ ჰარდინგი წერს, ზიმბაბვეში ფაქტობრივად არავინ არ ზეიმობს და ბევრი რამ რჩება უცნობი, მაგრამ მაღაზიები და ბიზნესები მუშაობენ და ზიმბაბვე წყნარად ეგუება განსაცვიფრებელ ფაქტს, რომ პრეზიდენტი მუგაბე ჯერ კიდევ შინაპატიმრობაში იმყოფება და არავინ არ მოდის მის დასახსნელად, ისინი კი, ვინც ამჟამად ქვეყანაში მდგომარეობას აკონტროლებენ - სამხედროები და სამოქალაქო პირები - ცდილობენ დაარწმუნონ მსოფლიო, რომ სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება სულაც არ მომხდარა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად უნდა აჩვენონ, რომ მუგაბეც მათ გვერდითაა.

 


ამგვარად, განაგრძობს ჰარდინგი, მთავარი და უმნიშვნელოვანესი შეკითხვაა, დაარწმუნებენ თუ ვერა 93 წლის მუგაბეს, გააკეთოს რაიმე სახის განცხადება, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს ლეგიტიმიზაციაში მოაქცევს, და რის სანაცვლოდ შეიძლება მოხდეს ეს? - მისი მშვიდობიანი გადადგომის, მისი ცოლისა და ოჯახის უსაფრთხოების სანაცვლოდ? ზიმბამბვეს დრამა ჯერ კიდევ იშლება.

 


როგორც BBC წერს, ზიმბაბვეში არეულობების შესახებ ინფორმაციები არ გავრცელებულა. ჰარარეს ქუჩებში იმაზე მეტი სიწყნარე შეინიშნება, ვიდრე ეს მანამდე იყო. ბევრმა მიიღო მოცემული მდგომარეობა, რომ პრეზიდენტ მუგაბეს თანამდებობიდან ჩამოცილების პროცესი მიმდინარეობს.

 


ოთხშაბათს, ჯარები და დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები პარლამენტში და სხვა მთავარ სამთავრობო შენობებში შევიდნენ. არმია აკონტროლებს ზიმბაბვეს სამაუწყებლო კორპორაციის შტაბ-ბინებს. სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ არმიის სამიზნე პრეზიდენტ მუგაბეს გარშემო მყოფი „კრიმინალები“ არიან.

 


ნაციონალურ ტელევიზიაში გენერალ-მაიორმა, სიბუსისო მოიომ უარყო, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აქვს ადგილი. „ეს არ არის სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღება მთავრობის ჩასანაცვლებლად“, თქვა მან და დაამატა, რომ მუგაბე და მისი ოჯახი „უსაფრთხოდ არიან და მათი უსაფრთხოება გარანტირებულია“.

 


„როგორც კი ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მისიას, მოველით, რომ მდგომარეობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“, დაამატა გენერალ-მაიორმა.

 


ამგვარი განცხადების მიუხედავად, უმნიშვნელოვანესმა რეგიონულმა ბლოკმა, „აფრიკულმა კავშირმა“ განაცხადა, რომ ძალაუფლების ხელში აღება და პრეზიდენტ მუგაბეს პატიმრობაში ყოლა „სახელმწიფო გადატრიალებად ჩანს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპიგნანის სიახლოვეს სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე ოთხი ბავშვი დაიღუპა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველაზე კითხვადი
  1. ნიკა მელიამ ივანიშვილი გააფრთხილა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პროტესტს მიიღებს, თუ არ შეწყვეტს სააკაშვილის „უკანონო პოლიტიკურ დევნას“
  2. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სირიის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა
  3. ბავშვები დაიღუპნენ საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად
  4. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს ბეირუთში აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი პროტესტანტების დასაშლელად
  5. სააკაშვილის მომხრეებმა კიევში პოროშენკოს კუთვნილი „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს
  6. გიგი უგულავა: ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება
  7. კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგზე, ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გაკეთდა
  8. უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
  9. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა თქვა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს: „პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა, იანუკოვიჩს ტიმოშენკო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი“
  10. ნეთანიაჰუს განცხადებით ის, რომ იერუსალიმი 3 000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია, შეუძლიათ წაიკითხონ იმ „მშვენიერ წიგნში“, რომელსაც „ბიბლია ჰქვია“
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი