ჯორჯ ბუშ უფროსს სექსუალურ შევიწროებაში უკვე მერვე ქალი სდებს ბრალს
17-11-2017, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რიგით მერვე ქალბატონი სდებს ბრალს შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში.

 

 

როგორც ქალბატონი - რომლის ვინაობაც, BBC დათანხმდა, რომ მისი მგრძნობიარე სამსახურის ბუნებიდან გამომდინარე არ გაამჟღავნოს - ამტკიცებს, ჯორჯ ბუში 2004 წელს მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელით რამდენჯერმე უხამსად შეეხო.

 

 

ზემოთხსენებული სავარაუდო ინციდენტი ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშსა და ესპანეთის თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრისას მოხდა.

 

 

დაზარალებულს სახალხოდ აქამდე არასდროს უსაუბრია ამ ინციდენტის შესახებ.

 

 

მან BBC-სთან საუბრისას განაცხადა: „2004 წელი იყო. ესპანელი ჯარისკაცები ერაყიდან მოულოდნელად დაბრუნდნენ და მე იმ დროს ესპანეთში ვმუშაობდი თარჯიმნად.“

 

 

ხოსე ზაპატეროს „სოციალისტურმა პარტიამ“ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა იმავე წლის მარტის არჩევნებში.

 

 

იმდროინდელ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ დაბლიუ ბუშს, რომელიც 2004 წელს თავის მეორე ვადას ასრულებდა, ზაპატეროსთან აშკარად შედარებით ცივი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე მის წინამორბედ ესპანეთის კონსერვატორ პრემიერ მინისტრთან.

 

 

როდესაც ჯორჯ ბუშ უფროსი, პრეზიდენტის მამა, ესპანეთში ნადირობდა, მარტინეზი თარჯიმან ქალბატონთან ერთად ბუშისთვის წყვილი სანადირო იარაღის საჩუქრად გადასაცემად გაგზავნეს.

 

 

თარჯიმანმა შეხვედრის დეტალები არ გაამხილა, თუმცა მედიის მიხედვით, მარტინეზი იმედოვნებდა, რომ ბუში, პრეზიდენტის მამა, შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტსა და ესპანეთის პრემიერს შორის ურთიერთობის განამტკიცებასა და გაძლიერებაში დაეხმარებოდა.

 

 

აღნიშნული ინციდენტი შეხვედრის შემდეგ გამართული ფოტოსესიის დროს მოხდა.

 

 

„როდესაც ფოტოს გადაღების დრო მოვიდა, ბუშმა მოითხოვა ჩემი კადრში გამოჩენა“, განაცხადა თარჯიმანმა.

 

 

„ვფიქრობდი, რომ ეს მოთხოვნა უცნაური იყო. როგორც წესი, ჩვენ კადრში არ ვჩნდებით ხოლმე. ის ხელით უკანალზე შემეხო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს უბრალო ინციდენტი იყო, მაგრამ მან ეს ქმედება მეორეჯერაც გაიმეორა.“

 

 

მისი მონაყოლი იმ ბრალდებას ჰგავს, რომელიც ბუშის წინააღმდეგ როზელინ კორიგანმა განაცხადა, რომ ბუშმა 2003 წელს მასზე სექსუალური ზეწოლა განახორციელა.

 

 

 

 

ოქტომბერში ბუშის წარმომადგენელმა, ჯიმ მაკგრატმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი შემთხვევითობა იყო.

 

 

მაკგრატმა ეს ინციდენტი პრეზიდენტის ინვალიდის სავარძელს დააბრალა. მან განაცხადა: „მისი მხრები იმ ადამიანების წელს ეხება, ვისთანაც ფოტოებს იღებს“.

 

 

თუმცა, კორიგანის განცხადებით, ფოტოს გადაღებისას ყოფილი პრეზიდენტი ფეხზე იდგა.

 

 

ბუშმა ინვალიდის ეტლის გამოყენება 2012 წლისთვის დაიწყო, ინციდენტიდან რვა წლის შემდეგ.

 

 

კორიგანმა განაცხადა: „იგი იმ დროს ინვალიდის ეტლს არ ხმარობდა. ჩვენ ბუხართან ვიდექით და ფოტო ისე გადავიღეთ“.

 

 

„ინციდენტის შემდეგ გავბრაზდი, თუმცა იქ ისეთი გარემოება იყო, რომ ვერაფერი ვთქვი. მაშინ ვიფიქრე, რომ პრეზიდენტმა გარემოებით ისარგებლა, რადგან იცოდა, რომ ვერაფერს ვიტყოდი.“

 

 

„როგორ გავამძაფრებდი ისედაც დაძაბულ მდგომარეობას, როდესაც სოციალისტურმა მთავრობამ ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა?“

 

 

დაზარალებული, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ინციდენტამდეც და მის მერეც იყო, თუმცა პოლიტიკოსის მხრიდან ამგვარ ქმედებას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი.

 

 

კორიგანმა სახლში მისვლისას ამ ამბის შესახებ თავის შვილებს უამბო. ამჯერად, სწორედ მისმა შვილმა დაარწმუნა ის BBC-ს დაკონტაქტებოდა.

 

 

ბუშის წარმომადგენელს ბოლო ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ორშაბათს, კორიგანის ბრალდებების საპასუხოდ, მაკგრატმა BBC-ს განუცხადა: „ჯორჯ ბუშს უბრალოდ არ აქვს გულში ის, რომ ვინმეს განზრახ მიაყენოს რაიმე სახის შეურაცხყოფა, და ის კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს ყველას, რომელიც მან შესაძლოა შეურაცხყო ფოტოგადაღებისას“.

 

კომენტარები: 1
#1   Judson Thacker
      
Hello

My name is Sergey and I am a founder of Sweaty Quid Freelancer Market place where you are able to purchase and offer all kinds of on-line solutions ranging from backlinks and guest post to explainer video clips, infographics and write-ups for your website.

I believe that you and your website guardian.ge could seriously benefit from Sweaty Quid, whether you want to supply your services or employ the services of freelancers to help you to expand your company.

I have been a freelancer on various marketplaces for in excess of 5 years and have had my accounts arbitrarily closed down, my incomes pocketed and I just simply had a tough time with many poor quality freelancers. After much frustration, I decided to start my very own freelance market place that would do things differently and better.

After almost one year of caffeinne powered nights, myself and my team at Creative Bear Tech have built up Sweaty Quid from groun up. One month into our release we have managed to attract a really good number of top quality freelancers and an unbelievably high number of repeat customers. I strongly believe this serves as a testament to our success.

Sweaty Quid is a spam-free and straightforward market place for quality freelancers and buyers. We are rigorously banning all spammy vendors who do not pass our quality threshold and leave only the very best ones. Keeping up with the current technologcal transformations, we also accept cryptocurrency as one of our payment methods. Our ethos that defines us is that sometimes less is more, especially when it comes to quality freelancers.

We are still very new in comparison to other freelance marketplaces, but we are already punching above our weight.

I would love to welcome you personally to join Sweaty Quid Freelancer Market Place!


Kind regards

Sergey Greenfields
Co-Founder of Sweaty Quid Freelancer Marketplace
Flat 9, 1 Jardine Rd, St Katharine's & Wapping,
London E1W 3WD, United Kingdom
+447463563696
https://www.sweatyquid.com
10 ნოემბერი 2019 05:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი