თბილისის მერია დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოდან უკან გამოითხოვს
20-11-2017, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს და ახალს წარადგენს.

 


თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის ახალი პროექტი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასახელებული პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.

 

 

მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

 

 

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას წარვუდგინეთ ის ძირითადი პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, 4-წლიანი განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამისი პროექტების განხორციელებას მოიცავს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგებოდა 7 ძირითადი პუნქტისგან და მასში მთლიანად ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს. ბიუჯეტში, რომელიც დღეს არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში, არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა ცვლილებების შეტანის, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო წარდგენილი და ვერ შევიტანდით მასში ჩვენ ხედვებსა და გეგმებს. მინდა ვთხოვო ვიცე მერს, რომ დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით - გამოვითხოვოთ წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი