ძლიერი, 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიის, ახალი კალედონიას სიახლოვეს
20-11-2017, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიის, ახალი კალედონიას სიახლოვეს, 19 ნოემბერს, 22:43:29 საათზე (UTC) , იტყობინება შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა“.

 


მიწისძვრის ეპიცენტრი მარეს კუნძულზე, სადაც 5 600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აღმოსავლეთ-ჩრდილოაღმოსავლეთ ტადინიდან 82 კილომეტრის მანძილზე იყო. თავდაპირველად აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრა 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრედ შეაფასა, ეპიცენტრიც ტადინიდან 68 კმ-ში დააფიქსირა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები შეცვალა.

 

 

„რაშა თუდეის“ ცნობით, „წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა“ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსით, „ცუნამის სახიფათო ტალღების“ შესაძლებლობაზეა საუბარი - ტერიტორიაზე, სადაც 17 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

 


ნიუ კალედონიის ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა, როგორც ამას ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია NCI იტყობინება. ევაკუაციის რჩევა ასევე მიეცათ კუნძულის სამხრეთ პროვინციებს, ჩრდილოეთით კი ვანუატუს მოსახლეობას, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე უკვე ჩავლილია.

 

%MCEPASTEBIN%

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი