„ევროპული საქართველო - თბილისი“ დედაქალაქის მერიას 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს და ბიუჯეტის კორექტირების ინიციატივით მიმართავს
20-11-2017, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისი“ დედაქალაქის მერს ინიციატივით მიმართავს. როგორც საკრებულოში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ინიციატივა 4-პუნქტიან გეგმას მოიცავს, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

 


ფრქცია დედაქლაქის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ გეგმას მერიას დღეს გადაუგზავნის.

 

 

„1. ასაკით პენსიონერებისათვის, თბილისში მცხოვრები 203 000 ადამიანისთვის ყოველთვიური 50-ლარიანი საპენსიო დანამატის დაწესდეს, რაც მძიმე სოციალური ფონის პირობებში მცირე შეღავათი მაინც იქნება თბილისში მცხოვრები პენსიონერებისათვის.

 


2. თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრევენციისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი ტრასპორტის მუდმივი განვითარება, განახლება. ქართული ოცნების“ მიერ მხოლოდ 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა განხორციელდა და არ არის გაფორმებული ახალი კონტრაქტი, რომელიც მომავალში უწყვეტად უზრუნველყოფდა ახალი, ადაპიტრებული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანას ქალაქში. მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის დამატება.

 


ასევე, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ქალაქში ტრამვაის შეჩერებული პროექტის გასაახლებლად. უკვე არსებობს ტრამვაის ერთი ხაზის: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის მიმართულებით, მშენებლობის კვლევა. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანხა ტრამვაის ამ ხაზის პროექტის შესასყიდად, რაც უკვე 2019 წლიდან ამ ხაზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას მოგვცემს.

 


3. დღეს, თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საბავშვო ბაღებში ადგილების სიმცირე წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან უნდა შემოვიღოთ ყოველწლიური ვაუჩერი საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე, დაახლოებით წლიურად 1500 ლარის ოდენობით. ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც ერთი მხრივ, დროში ძალიან სწრაფად მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 


4. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებისა თუ სხვა ეკონომიკური სრთულეების პირობებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 10 %-ით, რაც ყოველწლიურად ბიზნესისთვის დატოვებულ დაახლოებით ‪16 000 000‬ ლარს ნიშნავს”, განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გაბაშვილმა. ‬‬‬

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი