საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
21-11-2017, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის დღეს თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი.

 

 

განცხადებას ხელს ბელარუსში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო აწერენ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტში სხვადასხვა სფეროში ბელარუსულ-ქართული ურთიერთქმედების გაღრმავებაზე, აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე, რეგიონთაშორისო ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში კავშირების განმტკიცებაზეა საუბარი.

 

 

მათივვე ინფორმაციით, შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის ეროვნულ კრებაში შექმნილი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, მხარეები მხარს დაუჭერენ მთავრობებს ორმხრივი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებში.

 

 

განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრება თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ აპარატის თანამშრომლებს შორის პირდაპირ კონტაქტებს საკანონმდებლო ორგანოთა საქმიანობის უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

 

ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელარუსს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს.

 

 

„შეთანხმების მთავარი საკითხებია თანამშრომლობა საქართველოს და ბელარუსის პარლამენტებს შორის, რომელიც მრავალმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს, ასევე, თანამშრომლობას კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის, თანამშრომლობა ეკონომიკური, ადამიანური რესურსების გაცვლის მიმართულებით“, აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო საქართველოში მოიწვია.

 

 

მიხაილ მიასნიკოვიჩის განცხადებით, ერთობლივი განცხადება ქართულ-ბელარუსული თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

 

„შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. , დაინტერესებულები ვართ, რომ გავაფართოვოთ ჰუმანიტარული კონტაქტები, ახალგაზრდებს შორის კავშირები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო კონტაქტები. პარლამენტარები შექმნიან აუცილებელ, კომფორტულ პირობებს რათა ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდეს“, განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი