ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს
21-11-2017, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

 

გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

 

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული სახიდე გადასასვლელი ვერ უზრუნველყოფდა მოძრაობის ორი ზოლის გატარებას, ბურჯები გამორეცხილი და გადახრილი იყო, ასევე დაკარგული ქონდა საექსპლუატაციო ფუნქციები.

 

 

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი. მოეწყობა ტესებრი რკინა-ბეტონის მილის ნაშენი კოჭები, ჰიდროიზოლაციის ფენა, ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე განხორციელდება რკინა-ბეტონის თვალამრიდების, ლითონის მოაჯირების, მონიშვნისა და სარეგულაციო კედლების სამუშაოები.

 

 

ამ დროისათვის მიმდინარეობს, ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს", ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათი ცნობით, საქართველოს მასშტაბით, 2017 წლის ბოლომდე 31 ხიდის აღდგენა და 16 ახალი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი. მაათივე ინფორმაცით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში 11 სახიდე გადასასვლელი, 8 ხიდი აღდგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი