საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, პარლამენტის თბილისის სასახლეში, შეხვედრები მიმდინარეობს.
დელეგაციის წევრებთან, კერსტინ ლუნდგრენსა და ტიტუს კორლეტანთან მორიგი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გიორგი კანდელაკმა და გიორგი ბოკერიამ გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრისას, მხარეებმა დემოკრატიის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარებული არჩევნები და საკონსტიტუციო რეფორმა მიმოიხილეს.
როგორც გიორგი კანდელაკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უმცირესობის წევრებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც 28 ნოემბერს გამოცხადდება. მისივე თქმით, ყურადღება გაამახვილა იმ რეზოლუციების შესრულებაზეც, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.