თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარედ ნინო ჯანელიძე აირჩიეს
21-11-2017, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარედ პოროპორციული სიის პირველი ნომერი ნინო ჯანელიძე დაასახელეს და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

 

 

„მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ კოლეგებო, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისათვის. ჩვენ გვექნება ახლო და მუდმივი კომუნიკაცია მათთან და არ განვიხილავთ მხოლოდ ამომრჩევლის განზომილებით, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ახსენდებათ ხოლმე. მივესალმები, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, მათთან გვექნება კონსტრუქციული და კორექტული ურთიერთობა. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება ღია და საჯარო. ჩვენ დავამკვიდრებთ ურთიერთობის და საქმის კეთების ახალ სტანდარტს. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო მესამე მოწვევის საკრებულოს გაწეული მუშაობისა და თანამშრომლობისათვის“, განაცხადა ნინო ჯანელიძემ, რომელმაც მოადგილის კანდიდატურად ნოდარ ფანჩულიძე დაასახელა, წარმოდგენილი კანდიდატურა, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი.

 


სხდომაზე აირჩა სამანდანტო და ხმისდამთვლელი დროებითი კომისიები, მათი რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.

 

 

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის 35 წევრიან საკრებულოში 29 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 4- „ევროპული საქართველოს“, 1- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , 1- „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი