გიორგი გახარია სპეცოპერაციაზე: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან
23-11-2017, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას.

 

 

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე, უმჯობესი იქნება, თუ საზოგადოება მსჯელობისა და დასკვნებისგან თავს შეიკავებს.

 

 

„დღეს არის მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და ექსპერტიზების ის ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია, ალბათ ჯობია, მსჯელობაზე თავი შევიკავოთ", განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

 

 

შეკითხვაზე, სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი, გახარიამ ასე უპასუხა: 

 

 

„კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას".

 

 

მან პოლიციელებს და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 

 

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გუშინ მოხდა", მიმართა გახარიამ პოლიციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი