ქართულმა პოლიციამ „დაეშის“ სტამბოლის ტერორისტული ქსელის ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლა - თურქული მედია
24-11-2017, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართულმა პოლიციამ „დაეშის“ სტამბოლის ტერორისტული ქსელის ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლა, რომელმაც 2016 წელს სამი აფეთქება განახორციელა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში.

 


ამის შესახებ თურქული „დეილი საბაჰი“ წერს.

 


თურქული გამოცემის, „ჰაბერთურქ დეილის“ თანახმად, ქართულმა პოლიციამ თბილისში „დაეშის“ (ე.წ. ისლამური სახელმწიფო) წინააღმდეგ 17-საათიანი კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელა, რომლის დროსაც ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში ჩეჩნური წარმოშობის 3 ტერორისტი მოკლა.

 


„დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, ჩატაევი ერთ-ერთია იმ ეჭვმიტანილთა შორის, რომლებიც სტამბოლის 2016 წლის საშინელი აფეთქების უკან იდგნენ და რომლის დროსაც 45 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელ ტერორისტებს საცხოვრებელი ბინები მან უშოვა.

 


როგორც ამტკიცებენ, ტერორისტებმა არალეგალურად გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და ჩეჩენი ეროვნების ასლანბეგ ჯიბრაილოვის სახელზე გაფორმებულ ბინაში ცხოვრობდნენ, წერს თურქული მედია.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხუთშაბათს, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი, ასე უპასუხა:

 


„კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი