გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრა გამართა
24-11-2017, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ მინისტრს, ედუარდ ფილიპს შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები იყო ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება.

 


ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს ღია მმართველობის პარტნიორობის" შესახებ, რომლის თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან ცოტა ხნის წინ გადაიბარა. გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ კოლეგას საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო.

 


პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი