კობახიძე მარგველაშვილს პასუხობს: „უშიშროების საბჭო არანაირ კავშირში არ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან“
24-11-2017, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უშიშროების საბჭო არანაირ კავშირში არ არის ამ სპეცოპერაციასთან. მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება“, ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებისა და უშიშროების საბჭოს საჭიროების არ არსებობის შესახებ მიამიტურ განცდებს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით პასუხი გაეცა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფრით სპეკულირება არ შეიძლება, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან.

 

 

„სხვა სახელი ამას არ ჰქვია, რაც არის სამწუხარო. არანაირი კავშირი, არც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციებთან, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, თუნდაც ტერორიზმთან, ან სხვა რაიმე ტიპის საფრთხესთან“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, 1995 წლიდან, უშიშროების საბჭო ყოველთვის იყო პასუხისმგებელი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო საფრთხეებისა და რისკების პრევენციის საკითხებით ვერ იქნება დაკავებული.

 

 

„ერთი წელი მუშაობს უშიშროების საბჭო. რა განიხილა უშიშროების საბჭომ ისეთი საკითხი, რომლითაც შეიძლებოდა ასეთი საფრთხეების პრევენცია. უშიშროების საბჭოს არც დღეს არ აქვს არანაირი კომპეტენცია, რომ ასეთი საკითხებით დაკავდეს და ვერც ექნება-ეს არის მთავარი. ვერ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ საპარლამენტო სისტემაში.

 

 

საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო ვერ იქნება დაკავებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის მაგალითად, ასეთი რისკების პრევენცია. ეს უნდა ესმოდეს პრეზიდენტს.

 

 

შეიძლება, ესმის კიდეც. მე უკვე ეჭვი მეპარება ყველაფერში. უბრალოდ, ის მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი