სოფელ ლესიჭინეში მე-6 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო
07-05-2015, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მე-6 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


“მე-6 კლასელი ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

 

 

სოფელ ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ლაშხია აცხადებს, რომ შემთხვევამდე, ბავშვისთვის დეპრესიის ნიშნები და უგუნებობა არ შეუნიშნავს. ლაშხიას თქმით, ბავშვი გუშინ სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილებს დაესწრო, სახლში წასვლიდან რამდენიმე საათში კი ბიძაშვილმა ჩამომხრჩვალი ნახა.


როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, გუშინ ბიჭმა თანაკლასელებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრებიც მიუტანა. მისივე თქმით, ნიკოლოზი ყურადღებიანი ბავშვი იყო და თანაკლასელებს ხშირად ჩუქნიდა საჩუქრებს.


“შეძრულია მთელი სკოლა, ძალიან თბილი და გულისხმიერი ბავშვი იყო ნიკოლოზი, გუშინ ჩვეულებრივად დაესწრო გაკვეთილებს, თანაკლასელებს საჩუქრებიც მიუტანა და გიორგობის დღესასწაული მოულოცა, უყვარდა ყურადღების გამოჩენა, გაკვეთილების ბოლოს კლასის ხელმძღვანელსაც თბილად გამოემშვიდობა. სახლში წასვლიდან რამდენიმე საათში კი თავი ჩამოიხრჩო. ვერავინ ხსნის, რა მიზეზით შეიძლება გაეკეთებინა ეს. ფინანსურად არ უჭირდათ, დედამისი არაფერს აკლებდა, კონფლიქტი არ ჰქონია თანაკლასელებთან, გაოცებულები ვართ“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.


გარდაცვლილი ბიჭის დედა საბერძნეთში სამუშაოდ არის წასული, მამა კი რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. ბავშვი ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი