21:12 - საქართველოსა და აშშ-ის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით დასრულდა
25-11-2017, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

 


თამაშის მე-6 წუთზე ამერიკელებმა პირველი ლელო გაიტანეს, თუმცა ლელოს რეალიზება ვერ მოახერხეს და ანგარიში 5:0 დარჩა.

 


მე-17 წუთზე მსაჯმა ქართველებს ტექნიკური ლელო ჩაუთვალა (7 ქულა) და „ბორჯღალოსნები“ 2 ქულით დაწინაურდნენ (7:5).

 


21-ე წუთზე ქართველები დაჯარიმდნენ, თუმცა ამერიკელების მიერ შესრულებული ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა და შესაბამისად, ანგარიში უცვლელი დარჩა.

 


23-ე წუთზე მსაჯმა ვიქტორ კოლელიშვილს ყვითელი ბარათი მისცა, რის გამოც მას მოედნის 10 წუთით დატოვება მოუწია.

 


თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში კი ამერიკელებმა მორიგი ლელო გაიტანეს, გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 12:7 გახდა.

 


ქართველებმა მალევე აიღეს რევანში და 29-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 2 ქულით გავიდა წინ (14:12).

 


მსაჯმა ლევან ჩილაჩავას, მოწინააღმდეგისთვის იდაყვის სახეში (არაგანზრახ) ჩარტყმის გამო ყვითელი ბარათი მისცა და მასაც 10 წუთით დაატოვებინა თამაში, რის გამოც მოედანზე საქართველოს ნაკრების 13 მოთამაშე დარჩა, თუმცა მალევე ვიტო კოლელიშვილი დაუბრუნდა მოედანს და „ბორჯღალოსნებმა“ 14 კაცით განაგრძეს თამაში.

 


38-ე წუთზე ლელო ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანა, რომელიც სადავო გახდა, თუმცა ვიდეომსაჯმა ის საბოლოოდ ჩათვალა. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 21:12 გახდა.

 


თამაშის პირველი ნახევარი, სწორედ აღნიშნული ანგარიშით დასრულდა.

 

 

მიმდინარე წლის ზაფხულში ქართველებმა ამერიკელები პირველად დაამარცხეს ამერიკაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი