საქართველოს უკრაინის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვია
27-11-2017, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვია.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა - უკრაინის პრემიერ მინისტრს საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა. მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ გროისმანს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის.

 

 

„უკრაინის პრემიერ მინისტრს ქართველი კოლეგა გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ. თბილისის მერთან.

 

 

უკრაინის პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ეწვევა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად ესტუმრება თელავს, სადაც გვირგვინით შეამკობს ლესია უკრაინკას ძეგლს, ეწვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წინანდალში.

 

 

ვოლოდიმირ გროისმანი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს", აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი