ნუკრი ქანთარია: პარტიის მდივანი გვამებს ითხოვს, თავმჯდომარეს კი მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია
05-02-2014, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს "ნაციონალურ მოძრაობა" ან უნდა გაემიჯნოს ან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ სესიაზე განაცხადა.

 

 

დეპუტატმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გულგრილობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, თავმჯდომარეს კი მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია".

 

 

"მე მინდა გამოვეხმაურო იმ ფირს, რომლის პირობითი სათაურიც შეიძლება ასეთი იყოს – "ორი გვამი მჭირდება". როდესაც ეს საშინელი უბედურება,მოხდა -დახვრიტეს გია კრიალაშვილი და მისი ორი მეგობარი. მაშინ რუსთაველის გამზირზე იმართებოდა მიტინგები. დახვრეტიდან რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ამ ხალხის არა აყვანას, არამედ ლიკვიდაციას აპირებს. მე მომიწია მაშინ მიტინგზე ამის გახმოვანება, მაგრამ არ მჯეროდა თუ ამას გაბედავდნენ და მოახდენდნენ ასეთ საშინელებას.

 

 

ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ იყო ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც კადრებშიც ჩანს. ამ ყველაფრის მერე მინდა ვკითხო "ნაციონალურ მოძრაობას", რა უბედურება გჭირთ. თქვენი გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, პარტიის თავმჯდომარე კი გეუბნებათ, რომ ფეხებზე ჰკიდიხართ და არ აინტერესებთ. ამის შემდეგ რა უფლებით უნდა გველაპარაკოთ ეკონომიკაზე, უუნარობაზე და ხალხის სიკეთესა და კეთილდღეობაზე. ან გაემიჯნეთ ამ ამბებს, ან აიღეთ ეს პასუხისმგებლობა", – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6510 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი