დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება“
28-11-2017, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, მისი სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და იმ ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, კერძო სექტორი კი - პორტებსა თუ სხვა ინფრასრტუქტურაში. მინისტრის განცხადებით, შემდგომში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის უკუგება, „ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ქვეყნის ინკლუზიური განვითარება“.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას.

 

 

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონ, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“, განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მინისტრმა ასევე შეაფასა პირველი, 2015 წლის აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ორი წლის განმავლობაში.

 

 

„2015 წლის მარტში მოეწერა შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშრებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ მაგალითად, ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა - მათ შორის ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ - სწორედ ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა. მათ შორის ეს იყო მონდომება, დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9 დან 12 დღემდე არის საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩასატანად", აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 

 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განხცადებით, 2015 წელს გამოთქმული მოსაზრებები წელს უკვე რეალობაა, მათ შორის - ერთიანი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც საქართველოსთვის უნდა იყოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი, მათ შორის ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკები და ინოვაციების ხელშეკრულება.

 

 

„ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილებში“, აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

 

 

თბილისში დღეს აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი