სასამართლომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
28-11-2017, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბრალდებული თ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ.ზ. ქ.ბათუმში, გ.ტაბიძის ქუჩაზე  „მერსედესის“ მოდელის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც დაარღვია  ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი  და  „ოპელის“ მოდელის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ოპელის“ მძღოლი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თ.ზ. მიემალა გამოძიებას.

 


2017 წლის 31 იანვარს თ.ზ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში), აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა თ.ზ.  2017 წლის 12 ოქტომბერს სარფის საბაჟო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. 

 


ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი