ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
28-11-2017, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე, ციენ ქემინგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ დაასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ორი კვირის წინ აღნიშნულ შეთანხმებას რატიფიკაცია გაუკეთა, ხოლო დღეს ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი