გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი - ეს არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია
29-11-2017, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოლდოვა არის ჩვენთვის ძალიან ახლობელი ქვეყანა და ძალიან მოხარული ვაარ, რომ პრემიერ მინისტრმა, ჩემმა მეგობარმა, ბატონმა პაველ ფილიპმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ოფიციალური ვიზიტით და ამავე დროს, დასწრებოდა საქართველოში მეორედ გამართულ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

 


„ასევე, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ დელეგაციას, რომელიც, საქართველოში ჩამოვიდა პრემიერ-მინისტრთან ერთად და მოხარული ვართ, რომ ძალიან საინტერესო საკითხები განვიხილეთ.

 


წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ეს პარტნიორობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება.

 


წელს აღინიშნა საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და მოხარული ვარ, რომ საიუბილეო წელი გამორჩეული იყო ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებული აქტიურობით, რაც მაღალი დონის ვიზიტების თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაშიც გამოიხატა.

 


მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური დინამიკა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები.

 


მსურს, ხაზი გავუსვა საქართველო-მოლდოვას შორის ნაყოფიერ დარგობრივ თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნების შესაბამისი უწყებები წარმატებით თანამშრომლობენ იუსტიციის, სამართალდამცავ, საბაჟო, განათლების, ტურიზმის სფეროებში.

 


დღევანდელ შეხვედრაზე დავადასტურეთ მზადყოფნა, განვაგრძოთ გამოცდილების გაზიარება საერთო ინტერესების მქონე სფეროებში.

 


ამავე დროს, მიზნად ვისახავთ ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კუთხით, ჩვენ მივესალმეთ ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის შედეგებს, რომელსაც წელს, აპრილში, საქართველო-მოლდოვის ბიზნესფორუმთან ერთად, ვუმასპინძლეთ თბილისში. დარწმუნებული ვართ, რომ კომისიის მუშაობა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

 


ასევე შევთანხმდით, რომ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შემდეგი შეხვედრა და შესაძლოა, ეს დაემთხვეს კიდევაც სუამ-ის შემდეგ სამიტს, რომელიც კიშინიოვში, სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიმართება.

 


მივესალმებით დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სასარგებლო წინაპირობას წარმოადგენს.

 


მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ საქართველოში მოლდოველი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება - 20%-იანი ზრდა გვაქვს გასული 10 თვის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებას.

 


აქვე, მსურს, მივესალმო, კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამის გაფორმებას, რომელიც წაახალისებს ჩვენი ქვეყნების კულტურული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

 


გარდა ამისა, შევთანხმდით, ორგანიზება გავუწიოთ საქართველოს დღეების გამართვას მოლდოვის რესპუბლიკაში და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მოლდოველი კოლეგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოში, რათა იყოს უფრო მეტი გაცვლა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში.

 


დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 


რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და, ამავდროულად, პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია.

 


სამიტზე ჩვენ დავსახეთ 2020 წლისათვის მისაღწევი კონკრეტული მიზნები, რომლებიც, ევროკავშირთან დაახლოების შედეგად, ჩვენი ქვეყნებისთვის შექმნის განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და ჩვენს მოქალაქეებს მისცემს კონკრეტულ სარგებელს", განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი - ეს არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.

 


ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფორმების პროცესში გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენ, ორმხრივი შეხვედრის დროს, გვქონდა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების თაობაზე. მინდა, ნამდვილად ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე - მოლდოვის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ფილიპის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. მინდა, მივულოცო მას ეს წარმატება, რომელიც უდავოა და სახეზეა. მოლდოვაში მიმდინარეობს ძირეული, ფუნდამენტური რეფორმები ევროინტეგრაციის მიმართულებით და მთლიანობაში, სამთავრობო და ინსტიტუციური რეფორმები, რაც ნამდვილად საჭიროებს აღნიშვნას, ვინაიდან ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის წარმატება ძალიან გვახარებს, რადგან ერთ სტრატეგიას მივუყვებით და ეს არის ევროინტეგრაციის სტრატეგია. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება საერთო მიზნის მიღწევაში.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოც და მოლდოვაც მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ და დგანან გასული 25 წლის განმავლობაში. ეს გამოწვევებიც ისევე მსგავსი გვაქვს, როგორც ჩვენი მისწრაფებები. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა მუდმივად აერთიანებდა ჩვენს ორ მოძმე ქვეყანას.

 


აღნიშნულის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ჩვენს კიდევ ერთ საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.

 


ფორუმზე, რომელიც ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში გავმართეთ, ჩამოვიდა წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაციაც, რასაც ჩვენ მივესალმებით. 27 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას, კონკრეტულად - ამ განზომილებისა, რასაც ჰქვია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.

 


დასასრულს, მსურს, გამოვთქვა დიდი იმედი, რომ დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საწინდარი საქართველოსა და მოლდოვას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის, რისი მყარი საფუძველიც ნამდვილად არსებობს", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი