მოლდოვის პრემიერ მინისტრი: ერთად ჩვენ უფრო ბევრის მიღწევა შეგვიძლია, გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვწევს უნარი, უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს
29-11-2017, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიგვაჩნია, რომ საქართველო არის მოლდოვის რესპუბლიკის ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა, პაველ ფილიპმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 


„ის, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ დღეს დაიწყო. ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე. მე და ბატონი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან საერთო პრობლემებსა და მიზნებზე.

 


ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან ჩვენ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება და მეგობრობა ძალიან დიდი ხანია გრძელდება, 25 წელზე გაცილებით მეტი.

 


ბატონ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი ასპექტი - საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, ეკონომიკის, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე და ინსტიტუციების დონეზე თანამშრომლობაზე.

 


ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც დღეს გამოვყავით, არის პრაგმატული აზროვნება, რომელიც განვითარებაში გვეხმარება. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება ამ ურთიერთობის განვითარებისთვის.

 


დავიწყეთ მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ გვქონდა ამ პროცესის წამოწყების საშუალება. ეს კომისია არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა აღმოიფხვრას ბარიერები ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

 


გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო „აბრეშუმის გზის" ფორუმში, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს. როგორც ბატონმა პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ არა მხოლოდ სამთავრობო დელეგაციით ჩამოვედით, არამედ ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რაც ძალიან მახარებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა, ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

 


იმისათვის, რომ ამ კუთხით შევძლოთ ხელსაყრელი პირობების შექმნა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ეს მნშვნელოვანია ინვესტორებისთვის და საფუძველს უყრის ბარიერების აღმოფხვრას.

 


ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურული მსგავსებები ჩვენს ქვეყნებში, რადგან გვაკავშირებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ნოემბერში ბრიუსელში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სერიოზული ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა. შევთანხმდით, რომ დღეიდან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ევროინტეგრაციის საერთო მიზანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 


ერთად ჩვენ უფრო ბევრის მიღწევა შეგვიძლია, გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვწევს უნარი, უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს.

 


მსურს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ სუამ-ის პრეზიდენტობას თავი ძალიან კარგად გაართვა. ჩვენ განვაგრძობთ ამ შესანიშნავ გამოცდილებას და ვიქნებით ორგანიზაციის თავმჯდომარე 2018 წელს. მოხარულნი ვართ, რომ ეს ფუნქცია 2018 წელს ჩვენ გვერგება და გვსურს, მივაღწიოთ რაც შეიძლება ნაყოფიერ შედეგს.

 


მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია მოსაზრებებისა და პერსპექტივების გაცვლა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის კონფლიქტები ჩვენს ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი გამოცდილებაც, რაც ტერიტორიულ კონფლიქტებს უკავშირდება. ამ კუთხით, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება რეგიონული სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რაც უმნიშვნელოვანესია საერთო მიზნების მისაღწევად. კომუნიკაცია და მოსაზრებათა გაცვლა არის უმნიშვნელოვანესი, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ პრობლემების აღმოფხვრაში. თითოეული ნაბიჯი, თითოეული წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, გვსურს, გავუზიაროთ საქართველოს და ამ გზით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ.

 


გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესებზე. ვისურვებდით სტუდენტებსა და ლექტორებს შორის გაცილებით უფრო მაღალი მობილობის არსებობას, ასევე გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კვლევების სფეროში თანამშრომლობაზე. მოლდოვის კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებთ და ჩვენ დავგეგმეთ 2017-2020 წლების განმავლობაში ამ სამინისტროებს შორის თანამშრომლობა.

 


როგორც უკვე ბატონმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩვენ დავგეგმეთ მოლდოვის კულტურის დღეები საქართველოში და პირიქით, საქართველოს კულტურის დღეები მოლდოვის რესპუბლიკაში.

 


მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და მიგიწვიოთ მოლდოვის რესპუბლიკაში, რათა განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა.

 


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი საუბარი იყო ძალიან პროდუქტიული და ქართულმა მხარემ ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა", განაცხადა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი