არჩილ თალაკვაძე: როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა
29-11-2017, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა".

 


როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, უსაფრთხოების სამსახურს მოუსმენენ და ამ სპეცოპერაციის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა – მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც დამაჯერებლად შეასრულეს. რა თქმა უნდა, ივანე გოლოშვილი გმირების ისტორიას სამუდამოდ დარჩება, მან მთელ ქვეყანას თავდადების მაგალითი მისცა და მისი ვაჟკაცობის წინაშე ქედს ვიხრით. როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა და ეს ჩვენმა კოლეგებმაც აღნიშნეს. მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს შევახსენო, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ტერორიზმისგან იცავს მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე, რომელ ტერორიზმს რა სახელი და გვარი, რა პასპორტი ჰქონდა, ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როცა თქვენ გაცხადებულ მიზნად დასავლური სახელმწიფოს მშენებლობა გაქვთ, რომლის მაგალითები ისეთი ქალაქებია, როგორიცაა – ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ, ტერაქტებს ჰქონდა ადგილი და იქ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ვნახეთ. სამწუხაროდ, აქ ამას ვერ ვხედავთ. მიმდინარე პერიოდში, ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, მეორე ნაწილი ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ კრიტიკითა და თავდასხმებით გამოირჩევა, რაც მიუღებელია და ამ ადამიანების მიმართ ელემენტარული უმადურობაა“, განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი