ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
29-11-2017, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში,  დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე”, მესამე ნაწილის ,,გ”, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, მესამე ნაწილის  ,,ბ”, ,,გ“ და 273-ე მუხლით.  

 


 აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგნები, რომლებზეც ბრალდებულის და მისი თანამზრახველების დნმ-ის კვალი აღმოჩნდა. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში რ.მ. სამ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა ც.ჩ.-ს და მ.ჩ.-ს. თავდამსხმელებმა მოხუცებულ დებს ხელები და ფეხები შეუკრეს და იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ სასტიკად სცემეს მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ჩ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რ.მ. თანამზრახველებთან ერთად მიიმალა.

 


სამართალდამცველებმა რ.მ. და მისი თანამზრახველები რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

 


ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ რ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი