ხატია დეკანოიძე: თუ მაინც მოხდა სააკაშვილის ძალადობრივი დაკავება, ეს იქნება ნამდვილად დასასრული იმ ოლიგარქიული რეჟიმისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც არის და უკრაინაშიც
30-11-2017, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.

 

 

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაკავება საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული რეჟიმების დასრულებას გამოიწვევს.

 

 

„თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის უკრაინაში მე ვგულისხმობ ადამიანების დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, გამიჭირდებოდა, ვთქვა ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა, დააკავოს მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ხელისუფლება არ არის დემოკრატიული, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ოლიგარქიული თამაშის წესებით თამაშობს და სწორედ ამ თამაშის წესების გაგრძელება იყო უკრაინის პრეზიდენტის და ივანიშვილის მოლაპარაკება, რომელიც, სავარაუდოდ, კვირიკაშვილისა და გროისმანის მოლაპარაკებით გაგრძელდა, თუმცა ქართული მხარე უკრაინულ მხარეს დღემდე უმტკიცებდა, რომ არ სურთ მიხეილ სააკაშვილი იხილონ საქართველოს ტერიტორიაზე... თუ მაინც მოხდა სააკაშვილის ძალადობრივი დაკავება, იმ ქართველების მსგავსად, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რაც არღვევდა ადამიანის უფლებათა კონვენციას და მისი გადმოცემა საქართველოში, ეს იქნება ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება ნამდვილად დასასრული იმ ოლიგარქიული რეჟიმისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც არის და უკრაინაშიც“, განუცხადა „რუსთავი 2"-ს ხატია დეკანოიძემ.

 


მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხრიდან მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიღებულია. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა კიევში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორს მისი დაკავების ოპერაციის განხორციელება მომდევნო 2-3 დღეში დაევალა.


„დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და კიდევ რაღაც გამოგონილი ოდესის საქმისთვის. ეს განკარგულება მან მისცა გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს. მათ შემდგომი 2-3 დღის განმავლობაში, 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე უნდა განახორციელონ ჩემი დაკავების, იზოლაციის და განეიტრალების გეგმა იმ მიზნით, რომ ჩაახშონ მშვიდობიანი პროტესტი და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვა. მათ წამოწიეს არარსებული საქმეები, რომელიც უკავშირდება ჩემი ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს. მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი მოარგონ კონკრეტულ ბრალს, მაგალითად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მათ მისცეს დავალება დეპარტამენტს, რომელსაც კოვალენკო ხელმძღვანელობს. მოითხოვეს ჩემი ხმის ნიმუშები იმ მიზნით, რომ მოახდინონ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაცია. ჩანაწერებს ჩემი დაკავების დღეს გამოაქვეყნებენ. ისინი ცდილობენ დაშინების მეთოდით იმოქმედონ. 3 რიცხვამდე ჩამსვან წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამგვარად ჩაკლან მშვიდობიანი პროტესტი უკრაინაში“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი