გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
29-11-2017, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს. უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

 


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს საპატიო წესით დროშა გადასცა.

 


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილ მეთაურს სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს, კი, ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

 


უწყების ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობაზე 2004 წლიდან მსახურობს. მას საქართველოსა და აშშ-ში გავლილი აქვს ოფიცრის საწყისი, კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო-საშტაბო კურსები; ბოლო პერიოდში იკავებდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ანალიზის განყოფილების უფროსის თანამდებობას.

 


საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ძირითადი (ათეულის მეთაურის) და შუალედური (ოცეულის სერჟანტი) კურსების გამოშვების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს კურსის დასრულების სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცეს.

 


სერჟანტთა მომზადების ძირითად (ათეულის მეთაურის) კურსზე მსმენელებმა 14 კვირის განმავლობაში ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები აითვისეს. შუალედურ (ოცეულის სერჟანტის) კურსზე, კი, რომელიც 15 კვირას გაგრძელდა, მსმენელები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, საპატრულო ოპერაციებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაუფლნენ. სალექციო ნაწილი სახმელეთო ნავიგაციას, ხელმძღანელობას, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებსა და ფსიქოლოგიურ მომზადებას მოიცავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპიგნანის სიახლოვეს სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე ოთხი ბავში დაიღუპა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველაზე კითხვადი
  1. ნიკა მელიამ ივანიშვილი გააფრთხილა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პროტესტს მიიღებს, თუ არ შეწყვეტს სააკაშვილის „უკანონო პოლიტიკურ დევნას“
  2. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სირიის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა
  3. ბავშვები დაიღუპნენ საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად
  4. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს ბეირუთში აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი პროტესტანტების დასაშლელად
  5. სააკაშვილის მომხრეებმა კიევში პოროშენკოს კუთვნილი „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს
  6. გიგი უგულავა: ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება
  7. კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგზე, ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გაკეთდა
  8. უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
  9. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა თქვა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს: „პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა, იანუკოვიჩს ტიმოშენკო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი“
  10. ნეთანიაჰუს განცხადებით ის, რომ იერუსალიმი 3 000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია, შეუძლიათ წაიკითხონ იმ „მშვენიერ წიგნში“, რომელსაც „ბიბლია ჰქვია“
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი