ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ეროვნული იდეა
05-02-2014, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში მოხსენებით "საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე-პრიორიტეტები და გამოწვევები" წარსდგა.

 

 

"ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ეს არის ეროვნული იდეა, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია.

 

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების ნათელი დემონსტრირება გახლდათ. ამავდროულად, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ევროპული ინტეგრაცია არის უწყვეტი შიდა პროცესი, რომელიც მასშტაბურ რეფორმებს მოიცავს.

 

 

საქართველოსთვის 2013 წელი გამორჩეული იყო მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენისა და წარმატების თვალსაზრისით. ნება მიბოძეთ, გამოვყო ექვსი მთავარი მიღწევა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში:

 

 

• უპირველეს ყოვლისა, უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოში დემოკრატია კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე გადადის. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი. ამასთან, ქართველმა ხალხმა ცხადჰყო, რომ აღარ შეეგუება განვითარების დემოკრატიული კურსიდან გადახვევას და ვფიქრობ, ეს ქართველი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

 

 

• საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით კიდევ ერთი მიღწევა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ძალთა ბალანსის დემოკრატიული სისტემა შექმნა. აღმასრულებელ შტოს ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს, რაც ქვეყანაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერების საწინდარია.

 

 

 

• ამჟამად, ქართული მედია ისეთივე თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისგან, როგორც ეს ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყნაშია.

 

 

• ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებების, დაცვა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების დასკვნით ეტაპზე ვართ. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითხში თომას ჰამერბერგს მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 

 

• და ბოლოს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადვილია ბიზნესის კეთება, დაცულია საკუთრების უფლება და ბიზნესი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ოპერირებს. მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, გაორმაგდა სოციალური დახმარება, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; ახალი შრომის კოდექსი სრულ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან; მთავრობა ასრულებს მუშაობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე 2020 წლისათვის, რომლის მიზანია გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზურნველყოფა ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ეკონომიკა გაიზრდება 5-6 პროცენტით.უფრო ზუსტად რომ ვთქვა 6.3%-ით. უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა, ნოემბერ-დეკემბერში 8.1-8.4%-ით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3181&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი