ლევან გოგიჩაიშვილი: ეს სააკაშვილის დაწყებული თამაშებია - ახმედ ჩატაევს როგორც აგენტს, ისე იყენებდნენ
01-12-2017, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

 

 

„თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ ძებნილი ჩატაევი უკრაინიდან საქართველოში რატომ ჩამოიყვანა მაშინ, როცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და შემდეგ თავისუფლად გაუშვა?! ის თავისუფლად გადაადგილდებოდა და მას როგორც აგენტს, ისე იყენებდნენ.

 

 

ეს სააკაშვილის დაწყებული თამაშებია. ჩატაევი რაღაც თამაშებში ერთ-ერთი კომპონენტი იყო და მათ პროვოკაციებს დღემდე ვიმკით. პატიმრობიდან ჩატაევი რატომ გაუშვეს, ეს კითხვა შეგიძლიათ იმას დაუსვათ, ვინც მთავარი პროკურორი იყო. როცა ჩატაევი ციხიდან გამოვიდა, მე ციხეში ვიყავი და კითხვას – რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან ვერ ვუპასუხებ", განაცხადა გოგჩაიშვილმა და დასძინა: „უსაფრთხოების სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმდენი ინფორმაცია გავრცელდება, რაც ჩვენს უსაფრთხოებას არ დააზიანებს.

 

 

იცით, რომ გამოძიების მიმდინარეობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ ბევრი ადამიანი ელოდება და იმაზე მეტ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რამაც შეიძლება ქვეყნის ინტერესების დაზიანება გამოიწვიოს. ეს ინტერესები ნელ-ნელა დაკმაყოფილება“.

 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი იყო, დღეს სუს-მა დაადასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი