ქ. მარტვილისა და სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა.
მარტვილის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო 1 857 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყო გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოს შესასვლელებში.
„პროექტის ღირებულებამ 652 875 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მარტვილავტოგზა“-მ შეასრულა.
სამუშაოზე დასაქმებული იყო 30 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა.
მარტვილი - სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა“, აცხადებენ მარტვილის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.