ფხენიანის განცხადებით, აშშ-სამხრეთ კორეის მასშტაბური საჰაერო წვრთნები „შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“ - ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველიც ამბობს, რომ ომის ალბათობა ყოველდღიურად იზრდება
03-12-2017, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ეიჩ არ მაკმასტერი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა „ყველაზე დიდი, სასწრაფო საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის“ და ომის ალბათობა ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური ფხენიანი კი მიიჩნევს, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირის, სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი ერთობლივი საჰაერო წვრთნები, რომელიც ორშაბათს იწყება, „შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“.

 


მაკმასტერმა შაბათს თავდაცვის ფორუმს უთხრა, რომ ომის ალბათობა ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტი საკითხის მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტა არ არის.

 


ჰერბერტ მაკმასტერის კომენტარამდე სამი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც ფხენიანის მტკიცებით, აშშ-ის კონტინენტის ნებისმიერ წერტილში წვდომის შესაძლებლობა აქვს.

 


ბოლო კონტინენტთშორისმა ბალისტიკურმა რაკეტამ წინანდელებზე უფრო მაღალ სიმაღლეს მიაღწია, სანამ იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდებოდა.

 


ფხენიანმა პირველი ბირთვული გამოცდა სექტემბერში მოაწყო, რის შემდეგაც მასსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობამ განსაკუთრებით მოიმატა. გაერომ ჩრდილოეთ კორეას მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო არაერთი სანქცია დაუწესა.

 


პენტაგონი სადაზვერვო ღონისძიებებს აძლიერებს და ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე დამატებითი თავდაცვითი სისტემების განლაგებას ახდენს, რაც ფხენიანის იმ განცხადებას უკავშირდება, რომ მის მიერ ბოლოს გაშვებულ რაკეტას მთელი ამერიკის კონტინენტზე დარტყმის შესაძლებლობა გააჩნია.

 

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი წინასწარ დაუწერელი კომენტარები კალიფორნიაში მიმდინარე ფორუმზე შაბათს გააკეთა.

 


„არსებობს გზები იფიქრო ამ პრობლემის ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტით გადაწყვეტაზე, მაგრამ ეს არის შეჯიბრი, რადგან ის [კიმ ჩენ ინი] უფრო უახლოვდება და უახლოვდება, და დიდი დრო არ არის დარჩენილი“, განაცხადა მაკმასტერმა.

 


მან ჩინეთი გამოყო და დაჟინებით მოუწოდა ამ ქვეყნის მთავრობას დააწესოს სრული სანავთობო ემბარგო ჩრდილოეთ კორეაზე, რომ ფხენიანს გაურთულოს რაკეტების საწვავით მომარაგება და გაშვება.

 


„ჩვენ ვთხოვთ ჩინეთს, იმოქმედოს ჩინეთის ინტერესებით, და ჩვენ სულ უფრო და უფრო დარწმუნებული ვართ, რომ ჩინეთის სასწრაფო ინტერესებშია, მეტი გააკეთოს“.

 


„საწვავის გარეშე რაკეტას ვერ გაისვრი“, დაამატა მან.

 


ამასობაში, ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატები და მეზობელი სამხრეთ კორეა, მათ მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ერთობლივი საჰაერო წვრთნების წინ, რომელიც ორშაბათს იწყება, ომის წამქეზებლურ ქმედებებში დაადანაშაულა.

 


„ეს არის ღია, ტოტალური პროვოკაცია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის [ჩრდილოეთ კორეა] წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“, ნათქვამია მმართველი პარტიის გაზეთ „როდონგის“ სარედაქციო წერილში.

 


ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ რაკეტას „ჰვასონგ-15“, რომელიც მან ხუთშაბათს გაუშვა და რომელმაც 4 475 კმ სიმაღლეს მიაღწია და 53 წუთში 950 კმ იფრინა, შესაძლებელია „სუპერ-დიდი ზომის ბირთვული ქობინები“ დაუყენდეს და გააჩნია შესაძლებლობა აშშ-ს კონტინენტს მისწვდეს.

 


მიუხედავად ამისა, მაშინ როცა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რაკეტამ სტანდარტული ტრაექტორიით შესაძლოა 13 000კმ-ზე მეტ მანძილზე იფრინოს და მისწვდეს შეერთებულ შტატებს, ისინი ეჭვებს გამოთქვამენ იმის თაობაზე თუ რამდენად ექნება შესაძლებლობა რაკეტას ამ მანძილზე წარმატებით ატაროს მძიმე ბირთვული ქობინები.

 


მათ არ სჯერათ, რომ ჩრდილოეთ კორეას შემუშავებული ჰქონდეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ბირთვულ ქობინებს დაიცავდა მსხვრევისაგან იმ მომენტში, როცა ისინი ხელახლა შევიდოდნენ დედამიწის ატმოსფეროში.

 


კვირას, ახალი ამბების სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს კვლევა ახალი ადგილების, სადაც შესაძლებელი იქნება ანტი-სარაკეტო სისტემების (Thaad) დაყენება, იმის მსგავსი სისტემების, რომელიც უკვე განლაგებულია სამხრეთ კორეაში და რომლის მიზანიცაა ჩრდილოეთ კორეის პოტენციურ თავდასხმების მოგერიება.

 


„როიტერსი“ ორი კონგრესმენის სიტყვებს იოწმებს და წერს, რომ სარაკეტო თავდაცვის სააგენტო დამატებითი თავდაცვითი სისტემების დაყენებას გეგმავს, თუმცა ადგილების შესახებ დეტალები და თუ როდის დამონტაჟდება ის, მოცემული არ არის.

 


მიუხედავად ამისა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შემავალი სარაკეტო თავდაცვის სააგენტო ამბობს, რომ მას ჯერ არ მიუღია ინსტრუქციები Thaad-ის სისტემების განლაგებაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი