ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი
04-12-2017, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი, იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის ევროპული ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობიან, სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ფუნქციონირებად ეკონომიკას, თვითრეალიზების საშუალებას ყველა თაობისთვის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.

 

 

„ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს მიზანი სათანადოდ აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომლითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენს მთავარ საგარეო პრიორიტეტად და ამოცანად დაფიქსირდა. უფრო მეტიც, წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, ყველა ორგანოს კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. ახლახან დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი ბევრად უფრო ამბიციური დოკუმენტია, ვიდრე მისი წინამორბედი. პარლამენტი მზად არის, ძალიან მჭიდროდ და კიდევ უფრო მეტი ენერგიით ითანამშრომლოს როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება სწრაფად და წარმატებით შეასრულოს”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს, რათა ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები, განხორციელდა წარმატებით საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით.

 

 

პარლამენტმა დაამტკიცა გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომლის საფუძველზეც დაჩქარდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წლევანდელი პირველი ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 4.9 % რაც არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ამისთვის ტარდება სოციალური რეფორმები, და შეიძლება აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ, თუ 2012 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყო 1.6 მლრდ ლარი, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს ჯანდაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

 

 

ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ ორმხრივი კავშირები და ამასთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი კოლეგების წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ ძლიერი და სტაბილური ევროკავშირით, რომლის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოლიტიკა შიდა და გარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ როგორც ევროკავშირის გაძლიერებაში, ასევე, მის ახლო თუ შორეულ სამეზობლოებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ევროკავშირში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ღრმად მწამს, რომ ვიდრე ევროპის კონტინენტზე იქნება მშვიდობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ინტერესი, ევროკავშირს ყოველთვის ექნება არსებობის და კიდევ უფრო გაძლიერების პოტენციალი. საქართველო მზად არის, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი