საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა
04-12-2017, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად გუშინ ეწვია.

 

 

შვეიცარიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

 


დღესვე საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

 


შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის საუბარი ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება, რადგან შვეიცარიას განსაკუთრებული პოლიტიკური როლი აქვს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილში.

 


„პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო ნაწილი შეეხება სწორედ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპაციას და რუსეთის იმ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც მუდმივად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ", აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 


რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შვეიცარია არის განსაკუთრებული ეკონომიკური მოდელის მქონე ქვეყანა, რომლისგანაც საქართველომ ბევრი უნდა ისწავლოს ეკონომიკური განვითარების, ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი