განათლების მინისტრი: შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას
04-12-2017, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია, აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

მისი თქმით, „შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას".

 

 

„დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია, გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ გამეორდეს. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას. ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, მთლიანად საზოგადოების ყოველდღიურ შრომას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს“, განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

ჩხენკელმა იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა გატარებასაც სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, სკოლაში ძალადობისა და აგრესიის აღმოფხვრის მიმართულებით აპირებს. 

 

 

„გუშინ შევხვდი შს მინისტრს. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პრევენციის პროცესს. დავსახეთ მანდატურის სამსახურის გაძლიერების ღონისძიებები, საწყის ეტაპზე სკოლების მონიტორინგის პროცესში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი, სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან მშობლები“, განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი