ხობის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა
04-12-2017, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

 


კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერება.

 


კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ორგანიზებულ იქნა შეხვედრა საზოგადოებასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 


დამსწრე საზოგადოებას, გენდერული თანასწორობის საკითხებში ხობის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მხრიდან მიეწოდა ინფორმაცია გენდერული ძალადობის შესახებ, ასევე - ძალადობის შემთხვევაში მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებადი ცხელი ხაზის (116 006) და იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება.

 


შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა კლიპები, რომლებიც ძალადობის თემაზე შეიქმნა, მათ შორის - ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლი, რომელმაც პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში გამოცხადებულ ვიდეო კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზე გავიდა.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი