Cathay Pacific-ის ავიახაზების თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც იაპონიის თავზე მიფრინავდნენ, უეცრად, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა დაინახეს
05-12-2017, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Cathay Pacific-ის თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც იაპონიის თავზე მიფრინავდნენ, უეცრად, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა დაინახეს, განაცხადა ავიახაზებმა.

 


კომპანიამ დაუდასტურა BBC-ს, რომ ეკიპაჟის წევრები მომსწრე გახდნენ იმისა, „რაც სავარაუდოდ ხელახლა შემოსვლა“ იყო რაკეტისა დედამიწის ატმოსფეროში.

 


30 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ ახალი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც ფხენიანის მტკიცებით, შეერთებული შტატების კონტინენტზე ნებისმიერ წერტილში წვდომის შესაძლებლობა აქვს.

 


რაკეტის გაშვებამ ორშაბათს აშშ-ისა და მისი მოკავშირის, სამხრეთ კორეის მასშტაბური, ყველაზე დიდი ერთობლივი საჰაერო წვრთნების დაწყება განაპირობა, რასაც ფხენიანმა „სრული პროვოკაცია“ უწოდა.

 


ჩრდილოეთ კორეის მიერ მის „ყველაზე მძლავრ“ რაკეტად აღწერილმა „ჰვასონგ-15“-მა, რომელმაც მანამდე გაშვებულ რაკეტებზე ყველაზე მაღლა იფრინა, 4 475 კმ სიმაღლეს მიაღწია, 53 წუთში 950კმ გაიარა და იაპონიის წყლებში ჩავარდა.

 


South China Morning Post-ის თანახმად, Cathay-ის ოპერაციების გენერალურმა მენეჯერმა მის თანამშრომლებს შეტყობინების სახით უთხრა, რომ „დღესCX893-ის ეკიპაჟის წევრებმა მოახსენეს, ‘იყავით ინფორმირებული, ჩვენ ვიხილეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის რაკეტის აფეთქება და ნაწილებად დაშლა ჩვენი ახლანდელი ადგილმდებარეობის სიახლოვეს’“.

 


გავრცელებული ცნობებით, რაკეტა ასევე იხილა ორმა სამხრეთ კორეულმა თვითმფრინავმა, რომლებიც სეულიდან შეერთებულ შტატებში მიფრინავდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი