პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო: დღევანდელ ცხოვრებისეულ სირთულეებს, იდეოლოგიურ გავლენებს შეუძლია განაშოროს ადამიანი უფლისგან და რწმენისგან, თუ იგი არ არის ტაძართან თანაზიარი
05-12-2017, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებასთან დაკავშირებით ორშაბათს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების აღსრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის სიარული ტაძარში, სადაც „სუფევს სულიწმიდის მადლი“.

 


„რატომ არის მნიშვნელოვანი ესე ტაძარი? ეს არის სახლი უფლისა და ტაძარში სუფევს სულიწმიდის მადლი და ჩვენ ამას ყველანი ვგრძნობთ. და ტაძარში ჩვენ ვიკრიბებით მთელი ერი, მთელი ეკლესია იკრიბება, მღვდელმთავრისა თუ მღვდლის ეს კრებული, მეთაურობით აღასრულებს მსახურებას, ევედრება უფალს სულიწმიდის მადლს, მადლის მოვლინებას და ყოველთვის უფალი გვპასუხობს ჩვენ და ამ მადლს მოგვივლენს და ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვხარობთ და ვძლიერდებით ამითი. ეს რომ ესე არ იყოს, 2 ათასი წლის განმავლობაში ხალხი არ ივლიდა ტაძარში. რა გვაჩერებს ჩვენ აქ და რას მოვყავართ აქ? აქ შრომაც დიდია, დგომაც საჭიროა დიდხანს და ა.შ. და ა.შ, მხოლოდ ეს, ჩვენ ვხარობთ, ვგრძნობთ, ტაძარში ხდება შეხება სულიწმიდასთან, რაც ჩვენ გვიძლიერებს რწმენას და გვაძლევს ცოცხალ გამოცდილებას უფალთან შეხებისა. აი, ეს არის ძვირფასო ძმებო და დებო, და გილოცავთ ამ დღეს.

 


„ხშირად გვსმენია ჩვენ, ამბობენ ზოგიერთები, რომ რწმენა ისედაც მაქვს, რათ მინდა ტაძარში სიარული, არ მჭირდება მე ტაძარი, მაგრამ ეს არასწორია, იმიტომ, რომ შეიძლება შენ რწმენა გქონდეს, მაგრამ შეუძლებელია ეს ცოცხალი რწმენა შეინარჩუნო, თუ შენ არა გაქვს შეხება, ნამდვილი გამოცდილება თუ არა გაქვს მადლთან შეხების, შეუძლებელია ეს შეინარჩუნო იმიტომ, რომ დღევანდელი ადამიანური სირთულეები, ცხოვრებისეული სირთულეები, სხვადასხვა გავლენები, მათ შორის იდეოლოგიური გავლენები, აი, ამ ყველაფერს შეუძლია განაშოროს ადამიანი უფლისგან და რწმენისგან, თუ იგი არ არის ტაძართან თანაზიარი, ტაძრის მადლთან, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას და დღეს ჩვენ ვიხსენებთ აი, ამ უდიდეს მოვლენას, ტაძრად მიყვანებას. ეს არის ყოველი ჩვენგანის ტაძარში შესვლის დღესასწაული და ჩვენ ალბათ ყველამ უნდა განვაახლოთ ჩვენი დამოკიდებულება ტაძრისადმი. უფრო მეტად გავაცნობიეროთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს, ტაძარში ლოცვას და საიდუმლოებებს ეკლესიისა, და ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ, ჩვენი ცხოვრება გახდება სხვანაირი, შეიცვლება; ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებაც სხვანაირი გახდება; ამდენი ბოროტება აღარ იქნება და გარდაიქმნება სიკეთედ.

 


„აი, თქვენ გსმენიათ, ალბათ, ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ როდემდე ვითმინოთ? არის სირთულეები საზოგადოებრივი, არის უზნეობა, რომელიც სამწუხაროდ ინერგება, როგორც ნორმალური მდგომარეობა და ამას ცდილობენ, რომ მიგვაჩვიონ ჩვენ, რომ ეს ნორმაა და კარგია. და რითი ვებრძოლოთ ამას? რა დავუპირისპიროთ? და ყველაზე ქმედითი დაპირისპირება, ყველაზე ქმედითი ასე ვთქვათ, მოღვაწეობააა ამისთვის, ეს არის, რომ ჩვენ ვიდგეთ ტაძარში, რომ ჩვენ მოვიდეთ ტაძარში, ვილოცოთ და ვეზიაროთ კვირაობით და დღესასწაულებზე. ეს შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ, ჩვენს პირად ცხოვრებას და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასაც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. განსაკუთრებით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ამ დღესასწაულს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში მიუძღვის ერს სწორედ ტაძრისაკენ და წმიდათა-წმიდათასკენ და ვუსურვოთ მას, რომ მეტად გაიხაროს კიდევ და კიდევ, უფრო მეტად და მეტად, ჩვენი ერის და ჩვენი მრევლის ტაძართან დაახლოებით“, ბრძანა პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი