შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის ჯარებს შორის - ისრაელის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ლიდერმა ახალი ინტიფადას დაწყების მოწოდება გააკეთა
7-12-2017, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ასეულობით პალესტინელ პროტესტანტსა და ისრაელის ჯარებს შორის შეხლა-შემოხლამ იფეთქა, მაშინ როცა დემონსტრანტებმა ღაზაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტერები და აშშ-ის და ისრაელის დროშები დაწვეს.

 


Associated Press-ის თანახმად, სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო ახალი შეიარაღებული ამბოხების მოწოდება გააკეთა.

 


დასავლეთ სანაპიროზე პროტესტანტებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და ისრაელის ჯარების მიმართულებით ქვები ისროლეს. ბიბლიურ ქალაქ ბეთლემში, ჯარებმა შეხლა-შემოხლისას, დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამალაში, სადაც პალესტინის მთავრობა ზის, პროტესტანტებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც მთელ ქალაქს შავი კვამლის სქელი ფენა მოედო.

 

 

 


ტრამპმა ოთხშაბათს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა შეერთებული შტატების ათწლეულობით არსებულ პოლიტიკაში, რითაც პალესტინელებისთვის ხანგრძლივი საერთაშორისო გარანტიები, რომ წმინდა ქალაქის ბედი მოლაპარაკებებით იქნებოდა განსაზღვრული, მთლიანად თავდაყირა დააყენა. პალესტინელებს 1967 წელს ისრაელის მიერ ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმი თავიანთ მომავალ დედაქალაქად წარმოუდგენიათ.

 


პალესტინელებმა ხუთშაბათს დახურეს თავიანთი სკოლები და მაღაზიები, რათა გამოხატონ „სამდღიანი გააფთრება“ ტრამპის გადაწყვეტილების გამო. მიტინგები დასავლეთ სანაპიროს სხვა ქალაქებშიც გაიმართა და დემონსტრაცია იერუსალიმის ძველი ქალაქის დამასკოს ჭიშკრის გარეთაც ჩატარდა.

 


ღაზას სექტორში, „ჰამასის“ლიდერმა, ისმაილ ჰანიეჰმა პალესტინელებს მოუწოდა პარასკევს ისრაელის წინააღმდეგ ახალი ინტიფადა (ამბოხება) დაიწყონ.

 


„ამერიკული გადაწყვეტილება არის აგრესია ჩვენ ხალხზე და და ომი ჩვენ ნავთსაყუდელზე“, თქვა ჰანიეჰმა თავის სიტყვაში და დაჟინებით მოუწოდა მხარდამჭერებს „მზად იყვნენ ნებისმიერი ბრძანებისთვის“.

 


„ჩვენ გვინდა ამბოხება შენარჩუნდეს და გაგრძელდეს, რომ ვაიძულოთ ტრამპი და ოკუპაცია, რომ ინანოს ეს გადაწყვეტილება“, თქვა მან.

 


„ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს და ისრაელის განადგურებას ცდილობს, 2000-იანი წლების ადრეულ პერიოდში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბომბების აფეთქებითა და სხვა თავდასხმებით, ასეულობით ისრაელელის სიცოცხლე იმსხვერპლა, წერს Associated Press-ი და განაგრძობს, რომ ჯგუფის შესაძლებლობა ახლა უფრო შეზღუდულია. ღაზა, ჰამასის ციხე-სიმაგრე, ისრაელის ბლოკადით არის დაკეტილი, მაშინ როცა დასავლეთ სანაპიროზე, მისი ბევრი წევრი დაპატიმრებულ იქნა. მიუხედავად ამისა, ის ფლობს რაკეტების დიდ არსენალს, რომელთაც ისრაელის დიდ ნაწილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა აქვს.

 


ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ პარასკევის მოსალოდნელი ამბოხების წინ რამდენიმე ბატალიონს განალაგებს დასავლეთ სანაპიროზე, მაშინ როცა საჯარისო ნაწილების სხვა შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაზე იქნება გადაყვანილი და სრულ მზადყოფნაში იქნება მოვლენების „შესაძლო განვითარებისთვის“ პასუხის გასაცემად.

 

 

რატომ არის იერუსალიმი ასე მნიშვნელოვანი? 

 

ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.

 

 

 

 

ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი, ყოველ ექვს თვეში ხელს აწერდა შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.

 

 

იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.

 

 

ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების - იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.

 


ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.

 


პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.

 


აქამდე ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, ტრამპის გუშინდელ გადაწყვეტილებამდე ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე შეერთებული შტატებიც, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებდა.

 

 

ტრამპის გადაწყვეტილება და რეაქციები

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოთხშაბათს, 6 დეკემბერს აღიარა.

 

 

 


„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა, რომლის უკან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იდგა.

 

 

ტრამპმა მის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად „დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯი“ უწოდა.

 


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ეს მოწონებული იქნება ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინელების მიერ.

 


გადაწყვეტილების მიღებამდე პალესტინელების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამას „სახიფათო შედეგები ექნება“ რეგიონისთვის.

 

 

საუდის არაბეთმა დაგმო შეერთებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე. სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა“, მაგრამ ისრაელის პრემიერ მინისტრმა აღნიშნულს „ისტორიული დღე“ უწოდა.

 


გაერო-ს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი 15 წევრიდან რვამ შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო მოუწოდა ორგანიზაციას სასწრაფო სხდომის კვირის ბოლომდე მოწვევისაკენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპიგნანის სიახლოვეს სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე ოთხი ბავში დაიღუპა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველაზე კითხვადი
  1. ნიკა მელიამ ივანიშვილი გააფრთხილა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პროტესტს მიიღებს, თუ არ შეწყვეტს სააკაშვილის „უკანონო პოლიტიკურ დევნას“
  2. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სირიის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა
  3. ბავშვები დაიღუპნენ საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად
  4. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს ბეირუთში აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი პროტესტანტების დასაშლელად
  5. სააკაშვილის მომხრეებმა კიევში პოროშენკოს კუთვნილი „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს
  6. გიგი უგულავა: ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება
  7. კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგზე, ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გაკეთდა
  8. უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
  9. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა თქვა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს: „პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა, იანუკოვიჩს ტიმოშენკო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი“
  10. ნეთანიაჰუს განცხადებით ის, რომ იერუსალიმი 3 000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია, შეუძლიათ წაიკითხონ იმ „მშვენიერ წიგნში“, რომელსაც „ბიბლია ჰქვია“
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი