"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს
05-02-2014, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, სათაურით კორუფცია პრემიერ მინისტრის ოჯახში.

 

guardian.ge განცხადებას თანდართული ფოტოთი უცვლელად გთავაზობთ:

"გამოვლინდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა. კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია.

პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ.

ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა" (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმე მილიონიანი ხელშეკრულებები.

კომპანია "სერპანტინის" 51% მფლობელი 65 წლის ქალბატონი თამარ ჯანყარაშვილი, შსს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი.

აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მოიგო ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ტენდერები (შედარებისთვის გასული წლების განმავლობაში იგივე ფირმამ 6 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა შეასრულა ანუ საშუალოდ წელიწადში 2-ჯერ ნაკლები ვიდრე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში).

კლანმა ზეწოლის შედეგად აიძულა დაგებული საფარის შემოწმებელი ერთადერთ ფირმა შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციიისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია" ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს "ვილსფორტ მენეჯმენტი", რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუციაძე, შპს "სერპანტინის" 31% მფლობელის ნუგზარ ხუციაძის მამა.

"შპს ვილსფორტ მენეჯმენტი"-ის 50%-ის მფლობელი არის აგრეთვე კახა ბაინდურაშვილი, შპს "TV3"-ის თანამფლობელი და ძმები ჩხენკელების ბიზნეს პარტნიორი. აკაკი ჩხენკელი, შსს გენინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანია, ანუ ზვიად ჯანყარაშვილის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი პრემიერის კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსი. ლაშა ჩხენკელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, შპს "TV3"-ის თანამფლობელი", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი