სააკაშვილის მომხრეებმა კიევში პოროშენკოს კუთვნილი „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს
10-12-2017, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა, რომლებმაც მიტინგი კიევში წინასწარი დაკავების იმ იზოლატორის წინ გამართეს, სადაც პარასკევს გვიან ღამით დაკავებული ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს, იტყობინება „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი შეთხვევის ადგილიდან.

 

 

სააგენტოს ცნობით, მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად მინა რამდენიმეგან დაიბზარა, მაგრამ ნამსხვრევებად არ ქცეულა. მაღაზიას სასწრაფოდ გარს შემოერტყნენ სამართალდამცველები. მაღაზიის თანამშრომლები კი შიგნიდან ჩაიკეტნენ და შუქები ჩააქვრეს. გარკვეული დროით, შენობის შიგნით ბლოკირებული იყვნენ მყიდველები, მაგრამ შემდეგ ისინი გარეთ გამოუშვეს. სააკაშვილის მხარდამჭერები მაღაზიას თოვლის გუნდებს უშენენ.

 

 

უფრო ადრე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იგორ სობოლევმა კიევის ცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ გამართულ მიტინგზე ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გააკეთა.

 


„მე გთავაზობთ შევქმნათ ეროვნული ხსნის კომიტეტი, ავირჩიოთ იქ სუფთა რეპუტაციის ადამიანები, რომლებიც კიევიდან დაწყებული, ბოლო ქალაქით დამთავრებული, შეძლებენ ისეთი საზოგადოების ორგანიზებას, რომლებიც კანონის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ“, თქვა სობოლევმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


მან აღნიშნა, რომ კომიტეტი შეძლებს გადააქციოს უკრაინა „კეთილსინდისიერ, დაუმარცხებელ“ სახელმწიფოდ.

 


კიევში სააკაშვილის მომხრეებმა კვირას მარში მოაწყვეს და მოითხოვეს იმპიჩმენტის კანონის მიღება. „რია ნოვოსტის“ ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ იქ დაახლოებით 2 500 ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

 


უმაღლესი რადას უფრაქციო დეპუტატმა, „ახალ ძალთა გაერთიანების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იური დერევიანკომ მოუწოდა პროტესტანტებს, რომ ორშაბათს სასამართლოსთან მივიდნენ, სადაც სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს.

 


მან ასევე მოუწოდა სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომ ყოველ კვირას მივიდნენ აქციაზე, რომელსაც „ახალი ძალების მოძრაობა“ გამართავს.

 


სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა სამშაბათს დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ, იგი მისმა მხარდამჭერებმა დაიხსნეს. მეორედ იგი პარასკევს გვიან ღამით, მეგობრის ბინაში ისევ დააკავეს და ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

 


პროკურატურა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვს. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ადრე განაცხადა, რომ გაცივდა, ხოლო იზოლატორში მოთავსების შემდეგ უვადო შიმშილობა დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ასამბლეის რიგით 31-ე პრეზიდენტი იტალიელი მიკელე ნიკოლეტი გახდა.

ყველაზე კითხვადი
  1. შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა, რაც პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში ისეთ პირობებში, როცა ერთი და იგივე პარტია აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს
  2. კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი - მათ 13 შვილი გამომწყვდეული, მათგან ზოგიერთი კი, ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ
  3. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
  4. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქაბულის სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმა წამოიწყეს
  5. ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გურჯაანში მერების და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასები 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი უზრუნველყოფა ბიუჯეტს ჯამში რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დაუჯდება
  6. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  7. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  8. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  9. თურქეთის განცხადებით, მისი სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ, რათა გაათავისუფლონ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია ქურთი მებრძოლებისაგან
  10. დავით სერგეენკო: გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილება
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი