10 დეკემბერს, თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ გამართულ „თბილისის ღია პირველობაზე“ წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი-კობა თუთბერიძე) და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ.
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, დათუნა ჯიშკარიანის წარმატებული ასპარეზობა - ხობელმა მკლავჭიდელმა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარცხენა და მარჯვენა მკლავით პირველობა არავის დაუთმო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
I ადგილი - დათუნა ჯიშკარიანი (60 კგ.)
I ადგილი - დათუნა ჯიშკარიანი (60 კგ.)
I ადგილი - დიტო ბუკია (70 კგ.)
II ადგილი - გოჩა სიჭინავა (80 კგ.)
II ადგილი - გიგა კოდუა (70 კგ.)
III ადგილი - გოჩა სიჭინავა (60 კგ.)
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.