საქართველოს პარლამენტი სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარლამენტი პირდაპირ იქნება ჩართული, შეიძლება, საჭირო გახდეს საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ პრევენციული ზომები სწორად გატარდეს. ჩვენ ვიქნებით თავიდან ბოლომდე ჩართული შესაბამისი კონცეპტუალური ბაზის შემუშავებაში და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში. ჯერჯერობით ახლა დაიწყო მსჯელობა. თუმცა, პოზიცია მალე უნდა ჩამოყალიბდეს და აისახოს შესაბამის დოკუმენტებში, მათ შორის, კანონებში, საჭიროების შემთხვევაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.