პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა
13-12-2017, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული დ.შ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.

 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი